ეკონომიკა

Red Wings-მა შესაძლოა მოსკოვი-ბათუმის რეისები აღარ შეასრულოს

28.07.17 19:55


„როსავიაცია" განიხილავს საკითხს იმის თაობაზე, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ Red Wings-მა აღარ შეასრულოს რეგულარული რეისები მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით, ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს უწყებათაშორისი კომისიის მასალებში.

ასეთი თხოვნით მიმართა „როსავიაციას" რუსულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „პობედამ".

„ავიაკომპანია „პობედამ" „როსავიაციას" მიმართა თხოვნით, მოსკოვი-ბათუმის მარშრუტზე აღარ დაიშვას ავიაკომპანია Red Wings-ი, გადამზიდავების დაშვების ადმინისტრაციული რეგლამენტის 71-ე და 72-ე პუნქტების შესაბამისად", — ნათქვამია მასალებში.

უწყებათაშორისი კომისია გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე, 31 ივლისს მიიღებს.


ამჟამად ავიაკომპანია Red Wings-ს მოსკოვი-ბათუმის რეგულარული ფრენების შესრულებაზე ნებართვა კვირაში შვიდჯერ აქვს. თუმცა, მიმდინარე ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე, ფრენებს მხოლოდ კვირაში ორჯერ ახორციელებს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა" — ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა რუსეთში.

კომპანიის პირველი თვითმფრინავი 2014 წლის 1 დეკემბერს აფრინდა. ავიაგადამზიდავი რეისებს Boeing737-800-ს ტიპის 12 თანამედროვე კომფორტაბელური თვითმფრინავით ასრულებს, რომელთა საშუალო ასაკი სულ რამდენიმე თვეა.

Red Wings Airlines — რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც საქმიანობას მოსკოვის აეროპორტ "დომოდედოვოდან" ახორციელებს. ავიაკომპანია 1999 წელს შეიქმნა და მთელი წლის განმავლობაში რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებით Ту-204-100В-ს ტიპის თვითმფრინავებით ასრულებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები