ეკონომიკა

საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები შეარჩუნებულია

01.08.17 17:35


საქართველოში რეალურმა ეკონომიკრმა ზრდამ 2017 წლის ივნისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6% შეადგინა, ხოლო 2017 წლის იანვარ–ივნისში – 4,5%, აღნიშნულია "საქსტატის" მასალებში.

2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე მაღალ ზრდას აჩვენებს, რაც საგარეო სექტორის გაზრდის გაუმჯობესებით შეიძლება აიხსნას, მიიჩნევენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

რეგულატორში აღნიშნავენ საქონლის ექსპორტისა და მომსახურების (ტურიზმი) ზრდას, ასევე ფულადი გადარიცხვების გაზრდას. ამ ფაქტორებთან ერთად გაიზარდა მოხმარება, რაც ასევე უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.

ამასთან, შიდა მოთხოვნა და საერთო ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ თავისი პოტენციური დონის ქვევითაა და ამგვარად, ინფლაციაზე მოთხოვნა არ ზემოქმედებს, მიიჩნევენ ეროვნულ ბანკში.

საქართველოში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 4%-ზეა დაგეგმილი. EBRD-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები