ეკონომიკა

საქსტატი - ივლისში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,9 % შეადგინა

03.08.17 16:45


მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,9 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,0 % შეადგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქსტატიდან აცნობეს.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

”სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2,6 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,78 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-18,0 %), ხილი და ყურძენი (-9,0 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,3 %);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,3 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,5 %). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,2 %).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1 %-ით, რაც 2,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6 %), ხილი და ყურძენი (15,9 %), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 %), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6 %), ზეთი და ცხიმი (5,5 %), თევზეული (4,4 %);

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 12,6 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,0 %), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,3 %-ით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,1 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 %);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,9 %-ით, რაც 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1 %) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5 %)“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები