ეკონომიკა

კომპანია Energo Pro საქართველოში პოზიციებს იმყარებს

03.08.17 18:05


ჩეხურმა ელექტროგამანაწილებელმა კომპანია Enegro-Pro Georgia-მ 22 მლნ ლარად „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ შეიძინა, განუცხადა Sputnik Грузия-ს Energo-Pro-ს პრეს-სამსახურის უფროსმა ავთანდილ დვალიშვილმა.

Energo-Pro Georgia-მ „კახეთის ენერგოდისტიბუცია“ სააღსრულებლოს ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა, რომელსაც კახეთის რეგიონში 130 ათასი მომხმარებელი ჰყავს.

აუქციონის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს. ცხრა წლის განმავლობაში ის გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა. პირველი აუქციონი ერთი თვის წინ ჩატარდა, მაგრამ მაშინ კომპანიის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.

„კომპანიაEnergo-Pro Georgia-მ კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქტივები 22 მლნ ლარად შეიძინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ „თიბისი ბანკისგან“ 13 მლნ ევროს ოდენობის სესხი აიღო. ამ თანხის ნაწილი კომპანიის შეძენას მოხმარდა, მეორე ნაწილი კი მის რეაბილიტაციას მოხმარდება“, — განაცხადა დვალიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაში ორი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაა — „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ (780 ათასი მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია“ (95 ათასი მომხმარებელი“ და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების რიცხვი დაახლოებით 900 ათასია.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ შეძენის შემდეგ Energo-Pro ქვეყნის რეგიონებში ერთადერთი ელექტროგამანაწილებელი კომპანია ხდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები