ეკონომიკა

წელს საქართველოს უკვე 4 მილიონი უცხოელი ეწვია

03.08.17 19:45


იანვარ-ივლისში საქართველოს 4 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 572 200-ით მეტია (ზრდა +16,8%).

ვიზიტორთა რაოდენობამ, რომელთაც საქართველოში 24 საათი და მეტი დრო დაჰყვეს, 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 423 800-ით მეტია (ზრდა +30,2%), ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+18,3%), რუსეთიდან (35,9%) და ირანიდან (+169,5%).

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად საქართველოს სტუმრობდნენ ავსტრიის (+52%), ნიდერლანდების (+39%), გერმანიის (+32%), დიდი ბრიტანეთის (+29%) და საფრანგეთის მოქალაქეები (+26%).

საქართველოში ბევრად უფრო ხშირად ჩამოდიან ირანიდან (+223.4%), უზბეკეთიდან (+163%), საუდის არაბეთიდან (+159%), ინდოეთიდან (+133%), ისრაელიდან (+48%), ჩინეთიდან (+41%).

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით უცხოური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 436,6 მლნ დოლარი შეადგინა (ზრდა +23,3%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82 მლნ დოლარით მეტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები