ეკონომიკა
21.08.17 21:40
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკაშიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმრო-პროექტს წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის “კრისტალ ბილდინგის” აღმასრულებელ დირექტორთან, ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ზურაბ პატარაძის თქმით, ქობულეთში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო ქობულეთში. მინდა გავიხსენო შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ შორის წინასაარჩევნო შეხვედრები. ძალიან ბევრი ქობულეთელი თანაქალაქელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ, ძირითადად, აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ. შენდება დიდი სასტუმრო კომპლექსები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დიდი პროექტი ხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ქობულეთში ინვესტიციები უხვად არ არის.
და იყო თხოვნა, იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს, ქობულეთშიც განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. მიხარია, რომ დღეს უშუალოდ ქობულეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო: 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ პროექტში და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება,”- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები. კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც.
ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ,,Crystal Building”- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24