ეკონომიკა
22.08.17 20:15
ბორჯომის ხეობაში მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მედიას ამ ეტაპზე არსებული მდგომაროება გააცნო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ხანძრის საწინააღმდეგო ოპერაციაში უკვე ჩართულია აზერბაიჯანული ვერტმფრენი, ცოტა ხანში კი ჩაერთვება თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენებიც, დღის ბოლოს კი თურქეთიდან დიდი სახანძრო თვითმფრინავი ჩამოფრინდება. პრემიერის თქმით სახანძრო ეკიპაჟებს აგზავნის სომხეთიც, რაც შეეხება რუსეთს, კვირიკაშვილის ინფორმაციით რუსეთმა დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს:
„შტაბის ყველა კომპონენტი მუშაობს კოორდინირებულად, უნდა ითქვას რომ მუშაობა დაიწყო 2 დღის წინ გუშინ ცეცხლი ჩამქვრალი იყო, შემდეგ ამოვარდნილმა ქარმა ახლიდან გააღვივა.
შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რა თქმა უნდა რამდენად სწრაფად მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებები, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანიდა, ეს არის ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია, ხოლო ვერტმფრენი მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან 2 ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ცოტა ხანში ჩაერთვება სახანძრო ოპერაციებში, ასევე დღეს დღის ბოლოს ჩამოფრინდება, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, მიუხედვად იმისა, რომ დღეს მათაც აქვთ პრობლემა, ეს გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მე მინდა ასევე ვთქვა რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და საკმაოდ დიდი ეკიპაჟები უკვე გზაშია. საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული, მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არაა, ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული , რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ჩართულია ამ ოპერაციებში როგორც მაშველი-მეხანძრეები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფის მებრძოლები და სატყეო დეპარტამენტი, მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიური-პროფესიონალური სამუშაო, რასაც ეს ადამიანები წარმატებით ართმევენ თავს. რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია , რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამიტომ უნდა განვიხიოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება, ჩვენ ამ ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ, არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არაა, მოსახლეობა იქნება დაცული.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24