საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

16.06.16 16:25


დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრად დაკლებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა ელჭექით. მისივე განცხადებით, უამინდობა საქართველოში ორი დღე გაგრძელდება, ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი 21 გრადუსი იქნება.

ჰიდრომეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას და ტემპერატურის მატებას 18 ივნისიდან პროგნოზირებენ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები