საზოგადოება

„თავისუფალი დემოკრატები“ სააპელაციო სასამართლოსთან დღეს აქციას გამართავენ

16.06.16 16:40


სააპელაციო სასამართლოსთან დღეს ”თავისუფალი დემოკრატები“ აქციას გამართავენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

”ჩვენ ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციით ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას, როდესაც 5 ადამიანი აბსოლუტურად უსამართლოდ და უკანონოდ აღმოჩნდა 7 წლით ციხეში.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთი ფართომასშტაბიანი აქცია მთავარ პროკურატურასთან, ვთქვით, რომ აქციებს გავაგრძელებდით და ვგეგმავთ ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი აქცია სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც გასაჩივრდა ეს გადაწყვეტილება”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის ინფორმაციით, ”თავისუფალი დემოკრატები” ”კაბელების საქმეზე” დაკავებულების გათავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

”ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანის დასახსნელად”, - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ადამიანები სამშობლოს სამსახურისთვის არ უნდა ისჯებოდნენ.
”ადამიანები სამშობლოს სამსახურისთვის არ უნდა ისჯებოდნენ. ამას აუცილებლად აღვუდგებით წინ. ვიბრძოლებთ აქციებით, ვიბრძოლებთ სამართლებრივი ფორმებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ის მუხლი, რა მუხლითაც ეს ადამიანები დააკავეს. ეს ადამიანები 182-ე მუხლის მეორე-მესამე ნაწილით ე.წ. გაფლანგვის მუხლით არიან ციხეში”, - განაცხადა აბაშიძემ.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები