საზოგადოება

ახალგაზრდებს სამუშაოს მოძიებაში დაეხმარებიან

16.06.16 18:05


ახალგაზრდობის დასაქმებისთვის არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ბიზნესმენებმა გაერთიანება გადაწყვიტეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამ მიზნით შეიქმნა „ახალგაზრდების მეგობართა ბიზნეს-ჯგუფი“. პროექტში ჩაერთვნენ ღვინის, ფინანსების, აუდიტის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და დაზღვევის სფეროებში მომუშავე ქართული კომპანიები.

უკვე შემუშავებულია სახელმძღვანელო, რომლითაც ორგანიზაციები ახალგაზრდების დასაქმების დროს იხელმძღვანელებენ.

ახალგაზრდებს ქართველი და უცხოელი ექსპერტები მოამზადებენ.

ორი წლის განმავლობაში საქართველოს 21 ქალაქში ხელახლა მომზადებას 600 ახალგაზრდა გაივლის. ამ პერიოდში 30 ბიზნეს-ინიციატივა დაფინანსდება.

პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 20 კომპანიაში სტაჟირების სამთვიანი პროგრამები დაიწყება. სტაჟირების გავლას 400 ახალგაზრდა შეძლებს.

პროექტს ახორციელებს ფონდი „კრისტალი“ ორგანიზაცია PH International-თან ერთად. ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები