საზოგადოება

ილია ქოჩიაშვილი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

16.06.16 18:15


საქართველოს შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმა უკრაინის ქალაქ ლუცკში ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონის მედალი მოიპოვა,აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქოჩიაშვილმა 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მსოფლიო ჩემპიონატზე იგი MPF/- დივიზიონში მიიწვიეს, სადაც მხოლოდ ძალოვანი უწყებების მუშაკები მონაწილეობდნენ.

ქოჩიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც მარტის თვეში საკვალიფიკაციო ტური წარმატებით დაძლია.

ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ სპორტსმენები უკრაინიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან და სომხეთიდან.

ქოჩიაშვილი კიოკუშინკაი კარატეს პროფესიონალი სპორტსმენი და საქართველოს სამგზის ჩემპიონია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები