ანალიტიკა
05.10.17 20:05
რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, მოსახლეობისა და სამართალდამცავების დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად ჩავიდა. სოფელ კუმურდოში ქართული ისტორიული ძეგლი, მე-10 საუკუნის ეკლესიაა, რომლის რესტავრაციაც, როგორც ირკვევა, 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ ტაძარში სომხური ხაჩკარის (ქვაჯვარი) აღმართვა მაინცდამაინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მოინდომა. სომხები იმთავითვე აცხადებდნენ, ამ ტაძარში სომხური წარწერებია და ეზოში ჩვენი წინაპრები არიან დამარხულიო. მეცნიერები ამ მოსაზრებას არ ადასტურებენ და მცდარს უწოდებენ. რატომ გააქტიურდა ახალციხის ეთნიკური უმცირესობა არჩევნების წინ, სახეზეა თუ არა პროვოკაცია და ვინ შეიძლება მართავდეს 'ამბოხებულებს'? - თემაზე კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძე "ვერსიასთან" საუბრობს:
'სომეხ ჟურნალისტებს ვესაუბრე, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დამისახელეს. როგორც მითხრეს, კუმურდოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტები აქეზებდნენ ადგილობრივებს. სომეხმა ჟურნალისტებმა თქვეს, ხალხს მოვკითხეთ, ვეძებეთ ხაჩკარი, რომლის დადგმასაც ადგილობრივები ითხოვენ და ვერ ვიპოვეთ, ხაჩკარი, უბრალოდ, არ არსებობსო; ასევე, მითხრეს, რომ კუმურდოელებს აქეზებდნენ თავად სომხები, ოღონდ არა _ კუმურდოელები და ადგილობრივებმა გვითხრეს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიანო. არაფერს ვამტკიცებ, რადგან იქ არ ვყოფილვარ, თუმცა სომეხი ჟურნალისტების ნათქვამს ვიმეორებ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან.
კუმურდოში პირველად 1986 წელს ჩავედი და მაშინაც ზუსტად იგივე ვითარება იყო, როგორიც დღესაა. ადგილობრივ სომხებს თავში ჰქონდათ ჩაბეჭდილი, რომ ეს სომხური ისტორიული, კულუტულ-მატერიალური ძეგლია და იქ მათი წინაპრები მარხია, თან ეკლესიის ეზოში კი არა, იატაკის ქვეშ. ასევე აცხადებენ, რომ ეკლესიის წარწერები ძველ სომხურ ენაზეა შესრულებული. ეს მტკნარი სიცრუეა. სომხური მოსახლეობა მაშინაც აგრესიულად იყო განწყობილი და მახსოვს, ჩვენი ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მხოლოდ კუმურდოს ტაძრის დათვალიერება კი არა, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა, კერძოდ ის გახდა, რომ რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები სცემეს და გამოყარეს.
მე-10 საუკუნის ამ უნიკალური ძეგლის რესტავრაცია 2014 წელს დაიწყო. ეკლესიის კედლებზე ბაგრატ მე-3-ის დედის, გურანდუხტის ფრესკაა გამოსახული. მონასტრის კედლები ქართული წარწერებითაა აჭრელებული.
სომეხ ჟურნალისტებს ვკითხე, თუ ხაჩკარი 40, 30 წლის წინ ვერ შეიტანეს, მაინცდამაინც მაშინ რატომ მოინდომეს, როცა რესტავრაცია განახლდა? ხომ ასდის ამას პროვოკაციის სუნი-მეთქი?
სომეხი ჟურნალისტი დამეთანხმა.
გეტყვით, როგორ მართავდა ვანო მერაბიშვილი ამ რეგიონს. მოსკოვში ძალიან სერიოზულ ყოფილ კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც ახლა ბიზნესჯგუფს ეძახიან, წარმოშობით ახალქალაქელი ლიდერი ჰყავს, რომელიც უმდიდრესი კაცია და ჯავახეთის მოსახლეობაზე უზარმაზარი გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, მისი სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ არ გეტყვით. ეს ადამიანი ჩამოიყვანა ვანო მერაბიშვილმა, პირადად უმასპინძლა, გადასცა წილი ნინოწმინდის გაზმომარაგების ფირმაში ანუ მას დღემდე წილი აქვს ჯავახეთის გაზმომარაგებაში; ამის სანაცვლოდ კი ის მიიღო, რომ ჯავახეთში სიმშვიდე ყოფილიყო და ვანო მერაბიშვილის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა. დღეს კი ვიღაცას იქ სიტუაციის არევა აწყობს... არ ვიცი, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს თუ არა იმ პიროვნებასთან კონტაქტი, მაგრამ ახალქალაქში პრობლემები არაა და უცებ კუმურდოში ასეთი ამბავი ატყდა, ე. ი. ვიღაცამ მოინდომა ამ ხალხის აჯანყება.
საერთოდ, პრორუსული ძალები, ჯავახეთის გარდა, სხვა რეგიონებში პროცესს ვერ მართავენ.
ქვემო ქართლსა თუ კახეთის ზოგიერთი ადგილას პრორუსული ძალებისთვის ,,სამუშაო' აღარ დარჩა, რადგან იქ ისლამისტური ძალები არიან, რაც ბევრად სახიფათოა. პირდაპირ ვამბობ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ქართულ მედიაში ვიღაც განუწყვეტლივ პედალირებს პრორუსულობაზე, რათა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხიდან, რომელზეც ვსაუბრობ. რა მნიშვნელობა აქვს, ძალა პრორუსული იქნება თუ პროისლამისტური, თუ ის ქვეყნის დაშლაზეა ორიენტირებული?! ამიტომ ყველაფერი ეს ერთ ქვაბში უნდა მოვაქციოთ და ვიცოდეთ, რომ ასეთი ძალების მიმართ კონსოლიდირებული ბრძოლაა საჭირო.
ხაჩკარი შეიძლება აღიმართოს, მაგალითად, სოფლის ცენტრში ან აშენდეს სომხური ეკლესია და იქ აღიმართოს, მაგრამ რადგან სახელმწიფომ იცის, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, რათა დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, პოზიცია არ უნდა დათმოს. ვითარების დასტაბილურებისთვის უნდა გამოიყენოს ახლაქალაქელი და თბილისელი სომეხი ავტორიტეტები... სომხების წინააღმდეგ არ ვარ, მაგრამ სახელმწიფომ ასეთი რამეები არ უნდა დათმოს. ვხედავთ, არ დათმეს ესპანელებმა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, სისხლის ტბა დააყენეს და უამრავი ხალხი დაშავდა. ეს ევროპის ცენტრში ხდება და მაინტერესებს, რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და თუნდაც საქართველოსთვის _ კატალონიის დამოუკიდებლობა თუ ესპანეთის ერთიანობა? ახლა მოფერების დრო არაა!", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
წყარო : /www.eurus.ge/
წაკითხულია : 829
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24