საზოგადოება
21.06.16 17:50
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დიმიტრი მოსულიშვილის კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა სულხან ცინცაძის ქუჩის (საბურთალოს ქუჩა) მოსახლეობასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არის ორი შემთხვევა, რომელშიც ის დარწმუნებულია, რომ ”არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ფული გააკეთა და სამშენებლო ნებართავა ისე გასცა”.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მათგანი საბურთალოს ქუჩა 85-ში (სულხან ცინცაძის ქუჩა 63) გაცემულ სამშენებლო ნებართვას ეხება.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან გუშინ თბილისის პროკურატურასა და თბილისის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში განცხადება შეიტანა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ელისაშვილის თქმით, საბურთალოს ქუჩა 85-ში გაცემულ მშენებლობასთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა არ არსებობს.
”არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ კლდის მასივის მოჭრისა და მშენებლობის დაწყების შემდეგ, საირმის ქუჩის კლდოვანი ფენა საბურთალოს ქუჩის მოსახლეობას დაემხობა. მათ აქვთ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა. ყველამ კარგად იცით, რომ საბურთალოსა და საირმის ქუჩებს შორის დონეთა სხვაობაა - საბურთალოს ქუჩა დაბლაა, ხოლო საირმის ქუჩა - მაღლა.
პროექტი ისეა წარმოდგენილი, ვითომ მშენებლობის ნულოვანი ნიშნული არის საირმის ქუჩიდან მაშინ, როდესაც კორპუსი საბურთალოს ქუჩიდან აშენდება. მთავარი არქიტექტორი პირველ ექვს სართულს ჩუქნის დეველოპერებს, ვითომ ეს სართულები მიწისქვეშაა, სინამდვილში კი სრულფასოვანია.
დაახლოებით, 2 000 კვადრატული მეტრი მშენებლობის ვითომ არ არსებობს და ვითომ მშენებლობა საირმის ქუჩიდან იწყება, მაშინ როცა სინამდვილეში იწყება - საბურთალოს ქუჩიდან. ამას ხელს აწერს მთავარი არქიტექტორი. თბილისში, საბურთალოზე კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 1000 დოლარია. ანუ 2 000 კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება 2 მილიონი დოლარი იქნება. ამ თანხას მთავარი არქიტექტორი დეველოპერებს ჯიბეში უდებს. რასთან გვაქვს საქმე, თუ არა თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან და კორუფციასთან”, - განაცხადა ელისაშვილმა.
მას არ აქვს მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყებები აღნიშნულს გამოიძიებენ, თუმცა, ელისაშვილის თქმით, არის 2 მოთხოვნა - პირველი, გაუქმდეს ნებართვა და მეორე - აუცილებად დაისაჯოს ქალაქის მთავარი არქიტექტორი.
ელისაშვილის განცხადებით, მომავალ კვირას კიდევ ერთ სამშენებლო ნებართავზე ისაუბრებს, რომელიც ნუცუბიძის ქუჩა ნომერ 26-ს ეხება.
თავის მხრივ, საბურთალოს ქუჩის მოსახლეობის - ”ამხანაგობა საბურთალოს 63”-ის ადვოკატმა ლაშა მჭედლიძემ განაცხადა, რომ მშენებლობას კომპანია ”თბილისის ჰაუსი” ახორციელებს.
მისივე თქმით, მოსახლეობამ აღნიშნულთან მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი უკვე შეიტანა და იურიდიული სამსახური განიხილავს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24