ანალიტიკა
09.10.17 16:15
გენერალ პასკევიჩის რუსულ ურიცხვ და კარგად შეიარაღებულ არმიასთან ბრძოლისას 1827 წლის 1 ოქტომბერს აზერბაიჯანის ქალაქ ირევანის დაცემიდან 190 წლისთავის ტრაგიკული თარიღის მოახლოებასთან ერთად იზრდება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნოდა ირევნის სახელმწიფო.
როგორც მებრძოლთან, პასკევიჩთან არავითარი პრეტენზიები არ გაგვაჩნია. ეს გახლდათ გამორჩეული მხედართმთავარი, რომელმაც 1848-1849 წლებში რუსეთის არმიით ავსტრიის იმპერია უნგრული აჯანყებისაგან გადაარჩინა, მასთან ომის წაგება ნამდვილად არ იყო სირცხვილი. მაგრამ იმის შედეგებს, რომ სომხებმა მოახერხეს მისი „დაყოლიება“ და მანაც საშუალება მისცა სომხებს დასახლებულიყვნენ საქართველოში საცხე-ჯავახეთსა და აზერბაიჯანში-ირევნის სახანოში, სამხრეთ კავკასიის ძირძველი მოსახლეობა დღემდე „იმკის“.
სომეხ «ისტორიკოსებს» დღეს ყოფნით თავხედობა და ირევნის სახანოს „სომხურ“ კუთვნილებად ანუ „აღმოსავლეთ სომხეთის სახანოდ“ აცხადებენ და თითქოს, მის „ძირძველ“ მოსახლეობას წარმოადგენდნენ „სომხები“. ამასთან, თვითონ სომეხი ისტორიკოსები სახანოს 110 ათასი მოსახლიდან რუსეთთან მიერთების შემდეგ ძლივს-ძლივობით ითვლიან 20 ათასამდე სომეხს. თანაც, სომეხთ უმეტესობა რუსებს მოჰყვა ფეხდაფეხ - რეალურად კი სახანოს მოსახლეობის სრულიად უმრავლესობას შეადგენდნენ აზერბაიჯანელები.
იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სომეხი ცრუ-ისტორიკოსების ამგვარი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ირევნის სახანო იყო „სომხეთის სახელმწიფო“, საკმარისია გადავხედოთ სახანოს მმართველთა სიას ყაჯართა აზერბაიჯანული დინასტიიდან.
1. ამირღუნე-ხანი (1604 − 1628).
2. თახმასპ ყული-ხანი (1628 − 1634).
1634 − 1636 ოსმალოთა კონტროლი.
3. ქალბალი-ხანი (1636 − 1641).
4. კეტუხ აჰმად-ხანი (1641 − 1645).
5. ხოსროვ-ხანი (დაახ. 1645 − 50).
6. მუჰამედ-ხანი (დაახ. 1650 − 1655).
7. ნაჯაფ-ხანი (დაახ. 1655 − 1660).
8. აბას ყული-ხანი (დაახ. 1660 − 1665).
9. სეფი ყული-ხანი I (დაახ. 1655 − 1670).
10. სეფი ყული-ხანი II (დაახ. 1670 − 1675).
11. ზაალ-ხანი (დაახ. 1675 − 1680).
12. მურთაზ ყული-ხანი (ок. 1680 − 1682).
13. მუჰამედ-ხანი (1682 − 1688).
14. ფარზალი-ხანი (დაახ. 1688—1710)
15. ამირღუნე-ხანი (დაახ. 1710 − 1724).
1724 − 1736 ოსმალეთის კონტროლი სახანოზედ.
16. თაჰმასპ-ყული-ხანი (დაახ. 1736 − 1740).
17. მაჰმუდ ყული-ხანი (დაახ. 1740 − 1745).
18. მეჰტი-ხანი ყასიმლუ (დაახ. 1745 − 1748).
19. ჰასან ალი-ხანი (1748 − 1750).
20. ჰუსეინ ალი-ხანი (დაახ. 1750 − 1780).
21 მუჰამედ ჰასან-ხანი (1780- 1784)
22 ჰულამალი ხანი (1784)
23 მუჰამედ-ხანი (პირველად 1784-1796)
24. ალიღული ხანი (1796)
23. მუჰამედ-ხანი (განმეორებით 1796—1804).
25. მეთხი ყული-ხანი (1804 − 1806).
26. აჰმედ-ხანი (1806 − 1808).
27. ჰუსეინ ყული-ხანი (1808 − 1828).
ისმის კითხვა: არის თუ არა ამ მმართველთა შორის თუნდაც ერთი სომეხი? არა და არც შეიძლება იყოს! ვინაიდან, ჯერ ერთი, სომხები ირევნის სახანოში უმნიშვნელო რაოდენობის ჩამოსულ მოსახლეობას წარმოადგენდნენ და მეორეც, არავითარი კავშირი არ ჰქონდათ სახანოს მმართველ ელიტასთან, რომელიც მთლიანად ტურქ-აზერბაიჯანელთაგან შედგებოდა.
ირევნის სახანოსთან გარკვეული ისტორიული კავშირი ჰქონდა საქართველოს, თანაც ბევრად უფრო დიდი, ვიდრე სომხებს. აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთის) მეფეს ერეკლე II-ს არაერთხელ უცდია ეს სახელმწიფო საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია.
1779 წელს ერეკლე II სახანოს მიწებს დაესხა თავს და ზოგიერთი სოფლის მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა თან და თან წაასხა ლეკების შემოსევებისაგან დაცლილი საქართველოს მიწების დასასახლებლად.
უნდა აღვნიშნოთ – სომეხი მოსახლეობა ერეკლე II თან არ წაუყვანია, ვინაიდან სომხები ირევნის სახანოში ფაქტობრივად არც არსებობდნენ.
1780 წელს ჰუსეინალი ხანმა და ერეკლე მეფემ შეთანხმება დადეს. აზერბაიჯანული მოსახლეობა საქართველოდან კვლავ საკუთარ მიწებს დაუბრუნდა. სახანოს თავდაცვის უნარიანობა გაიზარდა, გაფართოვდა ურთიერთობები სხვა აზერბაიჯანულ სახანოებთანაც.
ყველა ეს ღონისძიება ერეკლე მეორის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა: ქართველთა მეფე, ჰუსეინალი ხანის ტახტიდან ჩამოგდების მიზნით, მის ძმას, მუჰამედ ჰასანს გაურიგდა. თუმცა 1784 წელს ორივე ძმა მოკლული იქნა სახალხო აჯანყების დროს. სახანოს სათავეში ჩაუდგა ჰუსეინალი ხანის ვაჟი ჰულამალი ხანი.
ოსმალეთის სულთანი ცდილობდა ჰულამალი ხანი ერეკლე მეორის წინააღმდეგ გამოეყენებინა, თუმცა ხანი ერეკლეს ხალხმა მოკლა. მისი ადგილი დაიკავა ჰულამალი ხანის ძმამ, მუჰამედ ხანმა. თურქები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ხანი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა ერეკლე მეორემ მარცხი განიცადა ავარის მმართველ ომარ ხანთან, დასუსტდა და შემდგომში ამის გამო ნაკლებად ერეოდა ირევნის სახანოს საქმეებში.
ნებისმიერ შემთხვევაში – ქართველებს და საქართველოს თუნდაც თავიანთი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეორის „ფარული ზრახვებიდან“ გამომდინარე თეორიულად მაინც შეეძლოთ პრეტენზია განეცხადებინათ ირევნის სახანოს, ანუ დღევანდელი სასომხეთის მიწებზე. ამ მიწის ძირძველი აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის ეს ნამდვილად დიდი მადლი იქნებოდა, ვინაიდან ტოტალური დევნისა და გენოციდი დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით – საქართველოში, მონოეთნიკური სასომხეთისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანელები, სხვა ერების წარმომადგენლების მსგავსად, მშვიდობიანად ცხოვრობენ საქართველოში და მათ არავინ დევნის.
სომხებს კი ამგვარი „ნაძალადევი“ ისტორიული უფლებაც კი არ გააჩნიათ მიწებზე, რომლებიც დღეს სასომხეთის ტერიტორიებს წარმოადგენენ. ირევნის სახანოს დროს სომხები არავითარ პოლიტიკურ როლს იქ არ ასრულებდნენ, იმდროინდელი მოსახლეობის უმცირეს ნაწილს წარმოადგენდნენ და არავითარი უფლება არ გააჩნდათ და არც ეხლა გააჩნიათ იმ მიწებზე, რომლებიც სომხებს რუსეთმა საჩუქრად უბოძა, სამხრეთ კავკასიის დაპყრობის შემდგომ.
KavkazPlus
წაკითხულია : 622
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24