საზოგადოება

ბათუმში „ანბანის კოშკი“ იხსნება

22.06.16 15:55


ბათუმში იხსნება „ქართული ანბანის კოშკი“, რომელიც მოიცავს საინფორმაციო-ტურისტულ ზონას, რესტორანს პანორამული ხედით და ღია ტერასას. ორიგინალური შენობის სიგრძე 130 მეტრია.

„კოშკის“ თავზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საინფორმაციო-ტურისტულ ზონა განთავსდება. ონლაინ გიდის დახმარებით დამთვალიერებლები საქართველოსა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. სტუმრები ასევე სახვადასხვა სუვენირების შეძენას შეძლებენ.

რესტორანი განთავსებულია საინფორმაციო-ტურისტულ ზონის ქვედა ნაწილში. მის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ის ტრიალებს. ნაგებობა ერთი საათის განმავლობაში ღერძის გარშემო სრულ ბრუნს აკეთებს, რაც ბათუმის ხედებით დატკბობის საშუალებას იძლევა.

რესტორანში სტუმრებს აზიურ-ევროპული სამზარეულოს კერძებს შესთავაზებენ.

„კოშკში“ ასევე იფუნქციონირებენ კონფერენც დარბაზი და VIP ოთახები. ღია ტერასაზე ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი პროგრამები შედგება.

„ქართული ანბანის კოშკის“ მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. პროექტზე ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო მუშაობდა.

ეს თანამედროვე შენობა მოლეკულას წააგავს-ის 33 ქართული ასოთია გარშემორტყმული. „კოშკში“ შესაძლებელია შემინული ლიფტით გადაადგილება.

2015 წლის ივნისში „ანბანის კოშკი“ კომპანია Boost Spain S.I სიმბოლურ ფასში 20 წლის ვადით შეიძინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები