საზოგადოება

თბილისში ცხოველების მსხვერპლშეწირვა გააპროტესტეს

22.06.16 16:05


„არა მსხვერპლშეწირვას“-ამ სახელწოდებით პროტესტის აქცია თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან ჩატარდა.

პარლამენტთან დაახლოებით 20 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც „ლომისობის“ დღესასწაულის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ. წელს „ლომისობას“ 22 ივნისს აღნიშნავენ.

მან აღნიშნა, რომ მრავალრიცხოვანი პეტიციების მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „ვეწინააღმდეგებით ცხოველების რიტუალურ მკვლელობებს“, „ არა ლომისობაზე დაღვრილ სისხლს“, „დაიცავი დაუცველი“ და ა.შ.

წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირას მორწმუნეები იკრიბებიან, რომ მთის მწვერვალზე IX-X საუკუნის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში „ლომისობა“ აღნიშნონ.
მთელი დღის განმავლობაში ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით და მოხუცები ეკლესიამდე გრძელ და დამქანცველ გზას გადიან.

ის სოფელ მლეთასთან მდებარეობს, გუდაურიდან 10 კილომეტრში სამხრეთით.

ითვლება, რომ „ლომისობა“ ადრეული ქრისტიანული საეკლესიო დრესასწაულია. მორწმუნეებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას განსაკუთრებული ძალა გააჩნია. სხვა ვერსიის თანახმად, „ლომისობა“ ქრისტიანობამდელ პერიოდიდან მოდის, თუმცა ამჟამად როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული აღინიშნება.

ლეგენდის თანახმად, ლომისი იყო წმინდანი, რომელმაც ხორასმში ხარზე შემჯდარმა 7 ათასი მონა გაანთავისუფლა, რის მერე მლეთას მთაზე დამკვიდრდა. დღეს წმინდანს უშვილოები გვარის გაგრძელებას სთხოვენ, უსინათლოები-მხედველობის დაბრუნებას, მიწის და საქონლის ნაყოფიერებას.

შარშან ლომისობაზე 10 ათასი მომლოცველი შეიკრიბა, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე 20 ადამიანმა ტრავმები მიიღო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები