საზოგადოება

„ჩვენ გვესაჭიროება განათლებული ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ დასავლური ხედვა“

22.06.16 16:30


შინაგან საქმეთა პოლიციის აკადემიაში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა კარიერული განვითარების ფორუმი გახსეს.

ფორუმის მიზანია, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ შსს-ში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და გააცნონ ვაკანსიები, რომელიც უწყებაშია.

დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ უწყებაში დასაქმდნენ. მსგავსი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება.

„ჩვენ გვესაჭიროება ახალი სისხლი, ჩვენ გვესაჭიროება განათლებული ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ დასავლური ხედვა, ენთუზიაზმით სავსენი არიან. სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ დღევანდელი დღე კარიერული განვითარების ფორუმი, სადაც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები