საზოგადოება
22.06.16 19:20
ე.წ. კანონიერი ქურდი, დავით გერლიანი მეტსახელად „სვანი“ დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დავით გერლიანი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას საქართველოს-სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა.
მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი. მღებრიშვილის თქმით, დაკავებულს ბრალი 48 საათის განმავლობაში წარედგინება.
„2016 წლის 19 ივნისს შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრობას ან ე.წ. კანონიერ ქურდობას. გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.
სამი დღის მანძილზე უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძიებო მოქმედებებს. ზემოაღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით განხორციელებული ინტენსიურ-ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებულ იქნა აღნიშნული პირი.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის დატოვებას. მედიაში და ასევე უკრაინის შს სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან საქართველოში აღნიშნული პირის, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდის, დეპორტაცია განხორციელდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს შს სამინიტროს და უკრაინის შს სამინისტროს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ქართული მხარისთვის წინასწარი ინფორმაციის მოწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი შესაძლო დეპორტაციის შესახებ.
მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა, ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.
გამოძიების ფარგლებში ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.
ჩვენ ველით ჩვენი კოლეგებისგან პასუხს, მანამდე კი კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პირი დაკავებულია და 48 საათის განმავლობაში წარედგინება ბრალი. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
აქვე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, სოციალურ ქსელებში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფარებულის პოზიციიდან დაკვივრებას, თუ რას მოიქმედებს პოლიცია, ვფიქრობ, აჯობებს, ყველამ მოახდინოს თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა, მოიხადოს ვალი და შეატყობინოს სამართალდამცველებს შესაძლო დანაშაულის შესახებ.
პოლიცია უფრო ეფექტურად, ხარისხიანად და ოპერატიულად შეძლებს გარემოებებზე რეაგირებას. ეს არის დასავლური სტანდარტი, რომლისკენაც ჩვენ – ყველა მივიღწვით“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24