საზოგადოება

დავით გერლიანის ადვოკატი: სცენარი დადგა მიხეილ სააკაშვილმა და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ”რუსთავი 2”-ის დახმარებით

23.06.16 15:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი უკრაინიდან საქართველოში მის გამოგზავნას „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად მიიჩნევს. როგორც გერლიანის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს. ადვოკატის თქმით, გერლიანი აცხადებს, რომ სცენარი დადგა მიხეილ სააკაშვილმა და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ”რუსთავი 2”-ის დახმარებით, თითქოს საქართველოში ”კანონიერი ქურდები” ბრუნდენიან.

გერლიანმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი მსგავსი სცენარის განმეორებას სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც გეგმავენ.

ადვოკატის თქმით, დავით გერლიანი წინა ხელისუფლების დროს, 2006 წელს ”ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დააკავეს, 2013 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან, რის შემდეგაც საცხოვრებლად უკრაინაში გაემგზავრა.

„რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში, ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას, სამართალდამცავები შეცვივდნენ რესტორანში და გერლიანთან ერთად მყოფი პირები დააკავეს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს, გერლიანს კი განუცხადეს, რომ საბუთები წესრიგში არ ჰქონდა და მისი დეპორტაცია განხორციელდა. ამ ოპერაციას ქართველი ხელმძღვანელობდა. გერლიანი ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში. როდესაც თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა, იქ ”რუსთავი 2”- ის გადამღები ჯგუფი დახვდა”, – განაცხდა თამარ აბესაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები