ანალიტიკა
23.06.16 19:25
დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი შესრულდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა.
სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ. „აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა სხვადასხვა ქალაქებში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. საომარ მოქმედებებში ავიაცია, არტილერია და ტანკები ჩაერთო.
1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, თუმცა დოკუმენტის პირობები არ შესრულებულა და აფხაზეთში საომარი შეტაკებები ისევ გაგრძელდა.
1993 წლის დასაწყისისათვის ე.წ. აფხაზურმა ძალებმა ე.წ. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტითა და საქართველოს მიერ ჯარის გაყვანის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებით ისარგებლეს ქალაქი გაგრა აიღეს. ხელშეკრულების ხელმეორედ დაღვევას კი 1993 წლის სექტემბერში სოხუმის აღება და მასზე აფხაზური მხარის კონტროლის დამყარება მოჰყვა. ქართული სამხედრო ძალები იძულებულნი გახდნენ, აფხაზეთი დაეტოვებინათ. აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი დევნილია.
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24