ეკონომიკა
23.06.16 19:40
საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება.
მთავრობა, განკარგულების პროექტს „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის“ შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
სტრატეგიის დამტკიცებასთან ერთად, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული იუსტიციის სამინისტრო. ოთხპუნქტიანი რეფორმების პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმების გამოცხადების დღიდან, აღწერილია 500-ზე მეტი მომსახურება და შედგენილია იმ მომსახურებების სრული ნუსხა, რომელსაც კერძო სექტორი მთავრობის მხრიდან იღებს.
„ახლა მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი, როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სივრცე, რათა ეს მომსახურებები იქნას მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდებული, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამის მიზანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნესგარემოს შექმნა ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა კიდევ უფრო შემცირდეს, მათ შორის, კორუფციის რისკებიც, ამ სერვისების მიწოდების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მიმართულებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პროგრამა მუშაობს და არაერთი მიმართულებით, უკვე დადებულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი.
„ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტი დამტკიცებულია პარლამენტის მხრიდან; საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, ფუნდამენტური რეფორმები დაიწყო და ხორციელდება; განათლების რეფორმის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეგმები.
სანდრო ჯეჯელავას, უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. სივრცითი განვითარების მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ – ჩართულია ყველა უწყება, პირველ რიგში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვმუშაობთ პროექტების დაჩქარების გეგმაზე, ძალიან ბევრი პროექტი უკვე გამოცხადდა ერთიან პაკეტად. მომავალი წლიდან, ჩვენ ერთიანი ფრონტი გვექნება გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობთ, ეს გარღვევას მოიტანს, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩართულობის გაზრდისა და მმართველობითი რეფორმის მიმართულებით. პრემიერმა ისაუბრა ინვესტორთა საბჭოზე, როგორც მნიშვნელოვან პლატფორმაზე, სადაც იხილება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა, რათა, კერძო სექტორისთვის ნებისმიერი სიურპრიზი თავიდან იქნას აცილებული. მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებულ, ახალ ფორმატს გულისხმობს.
„უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში. ამ პროექტზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩართულობის გაზრდის კუთხით. ოთხპუნქტიანი პროგრამა მუშაობს, ბევრი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და კიდევ უფრო ამბიციური ნაბიჯებია დაგეგმილი. ვფიქრობთ, ამ პროგრამის მეშვეობით, განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება და მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება ეკონომიკური განვითარების არაერთი მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება
18:1521.05.24
-
17:4821.05.24
-
17:1721.05.24
-
შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით
16:5021.05.24
-
2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო
16:2721.05.24
-
16:0021.05.24
-
15:2421.05.24
-
15:0021.05.24
-
ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
14:1021.05.24
-
13:4521.05.24
-
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა
13:2021.05.24
-
კახა კალაძე - ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება
12:5621.05.24
-
12:2421.05.24
-
12:0121.05.24
-
11:2921.05.24
-
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:0021.05.24
-
10:3921.05.24
-
10:0021.05.24
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24