საზოგადოება
23.06.16 21:10
,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19კმ-იან მონაკვეთს „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს, - ამის შესახებ ”ინტეპრესნიუსს” ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან” აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 700მმ დიამეტრის 19კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულად ქართული კომპანია „კომფორტმშენ XXI“ გამოვლინდა.
ტენდერში, რომელიც 2016 წლის 15 აპრილს გამოცხადდა, მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ - „საქმილსადენმშენი“, სს “პიი სიტ ნეფტეგაზსტროიიზოლაციას” ფილიალი, „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ და „კომფორტმშენ XXI“.
”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ინფორმაციით, კომპანიებს შორის ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოს სრულად შესრულება. სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 4 364 733, 86 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
”აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა კრიტიკულ მონაკვეთზე ჩატარებული ბოლო შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთი „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ადგილს წარმოადგენს. კვლევების შედეგად გადაწყდა „წითელი ხიდი-გარდაბნის“ 19კმ-იან მონაკვეთზე არსებული გაზსადენის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს ახალი ხაზის გაყვანას 700მმ-იანი მილებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ამ მონაკვეთის საპროექტო უბანზე გაზსადენის რეკონსტრუქციით დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ მონაკვეთის მშენებლობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ცნობით, „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზი საქართველოში აგებული პირველი მაგისტრალურ გაზსადენია, რომლითაც ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდა საქართველოს სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და ბიზნესის ობიექტებს. გაზსადენი 1959 წელს აშენდა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24