საზოგადოება
23.06.16 21:35
ფესტივალი „არტ-გენი 2016“ 28 ივნისს ბოლნისის კულტურის პარკში გაიხსნება. ქვემო ქართლის რეგიონული ტურნე, ადგილობრივი ანსამბლების წარდგენის შემდეგ, „ფრანის“ და „რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.
1 ივლისს ფესტივალი ჯგუფ „ფრანთან“ ერთად შიდა ქართლში, სურამში გადაინაცვლებს.
3 ივლისს კი „არტგენი 2016“-ის რეგიონული ტურნე აჭარაში, ქობულეთის ამფითეატრში ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტით დაიხურება.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, თბილისის ტური, ტრადიციულად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება. რვა დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები.
19:00-22:00 საათამდე სხვადასხვა რეგიონის მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტები გაიმართება.
22:00 საათიდან კი მაყურებელი ანსამბლ „სუხიშვილების“, „ჩვენებურების“, ჯგუფ „რეგიონის“, „გამოუვალი მდგომარეობის“ „ფრანის“ რობი კუხიანიძის, „აუტსაიდერის“, ნინო ქათამაძის, „ინსაითის“ ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს კონცერტებზე დასწრებას შეძლებს.
ფესტივალი „არტ-გენი“ 2003 წელს დაფუძნდა. 13 წლის მანძილზე “არტ-გენმა” მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა.
მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.
„არტ-გენის“ დამსახურებით ფოლკლორულ ანსამბლებს თავის წარმოჩენის და განვითარების კარგი შესაძლებლობა მიეცათ, განსაკუთრებით რეგიონებში. ფესტივალმა ხელი შეუწყო ასევე ქართული რეწვის და სხვა ტრადიციული ქართული ხელობის განვითარებას.
სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე ძალიან ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით წლების მანძილზე „არტ-გენმა“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24