საზოგადოება

რელიგიის სააგენტო კათოლიკეებს წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს

24.06.16 16:50


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

”დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ”, - ნათქვამია მისალოცში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები