საზოგადოება
24.06.16 17:00
ახალ გუდაურში უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობა დაიწყება – შესაბამის მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ მოეწერა ხელი.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
„მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩატარებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ თუ დღეს მთის კურორტები ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის გენერაციას ახდენს, სრულიად მარტივად არის შესაძლებელი, ეს ციფრი ავიდეს 300 მილიონ დოლარამდე, რაც შესაბამისად მოითხოვს ინვესტიციებს, ახალ საწოლ ადგილებს და ახალი სერვისების მიწოდებას. ჩვენ კანადურ კომპანიასთან ერთად გავაკეთეთ გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა, სადაც მოქცეულია ის მიწის ნაკვეთიც, რომელზეც კომპანია „რედკო“ აპირებს პროექტის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ტერიტორია არ განვითარდება ქაოტურად, არამედ ერთიანი, გეგმაზომიერი მიმართულებით განვითარდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება გუდაურში დამატებითი ღირებულების შექმნისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „რედკომ“ 2016 წლის მაისის თვეში შეიძინა 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში, რომელზეც უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი გუდაურის გენერალური გავითარების გეგმა შემუშავდა მსოფლიოში ცნობილი სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავი კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარის განაშენიანებას. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი საწოლით უზრუნველყოფს.
უწყების ცნობითვე, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე 2, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, შეიქმნება დამატებითი დასვენებისა და გასართობი ინფრასტრუქტურა – ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით (მიწისქვეშა და მიწისზედა), რომლებიც 1600-ზე მეტ ავტომობილს დაიტევს.
გარდა ამისა, „რედკოს“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ მიიღო წინასწარი თანხმობა „Starwood Hotels and Resorts Worldwide“-საგან, რიმლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – “Sheraton”-ისა და “Four Points by Sheraton”-ის სასტუმრობი გაიხსნება.
დღეის მდგომარეობით, ახალ გუდაურში, კომპანია „რედკოს“ მიერ დასრულებულია და ოპერირებს 3 აპარტოტელი, რამოდენიმე რესტორანი და სპა ცენტრი. ამასთან, 2016-2017 ზამთრის სეზონისთვის დასრულდება კიდევ ერთი აპარტოტელი, ხოლო 2017 წელს კომპანია „რედკო“ ახალ გუდაურში „Radisson Blu“-ს ბრენდის სასტუმროს გახსნის, რისთვისაც დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა მასტერპლანმა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ. მისი განცხადებით, სახელმწიფო უახლოეს დღეებში იწყებს გუდაურის წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას, რაც გუდაურის ისტორიაში პირველად შექმნის საკმარისი წყლის დებეტს. 2016 წლის ზაფხულში გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, ასევე შეიქმნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია კურორტის განვითარებისთვის.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 415
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24