საზოგადოება

320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელის მშენებლობა დასრულდა

24.06.16 18:00


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა.

მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. მისმა ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა.

სამუშაოების დასრულების შესახებ საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მიაწვდიან ინფორმაციას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.


წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები