საზოგადოება

ყველის ფესტივალს მცხეთა მასპინძლობს

24.06.16 18:15


ქართული ყველის მეთერთმეტე ფესტივალი მცხეთაში 17 ივლისს გაიმართება, ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ვებგვერდზე.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კავკასიური ყველის ფესტივალი 2015 წელს რიყეზე გაიმართა, სწორედ მაშინ გადაწყდა დაენერგათ ფესტივალის იმ რეგიონში გამართვის ტრადიცია, რომელიც ფესტივალზე გამორჩეული იქნებოდა და რომელიც მომავალ წლის ღონისძიებას უმასპინძლებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ორიგინალურობით, ორგანიზებულობითა და ყველის ყველაზე გემრიელი სახეობებით წარმოჩინდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ 2016 წლის ყველის ფესტივალი ამ მხარეში გამართულიყო.

ფესტივალის მიზანი — ქართული ყველის პოპულარიზაცია და რძის პროდუქტების თითქმის დავიწყებული სახეობების აღდგენაა.

ღონისძიების ორგანიზატორია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაცია და პროექტი „ქართული ყველი“.

სწავლულებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყველის წარმოების ისტორია 8 ათას წელს ითვლის.

ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული. თუმცა, სპეციალისტებს დაგეგმილი აქვთ ყველის უძველესი რეცეპტების გაცოცხლება — ეს არის თაფლში, ჭაჭაში, ღვინოში შენახული ყველი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები