საზოგადოება

საყოველთაო ნათლობისთვის ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო

24.06.16 18:25


44-ე საყოველთაო ნათლობისთვის დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია, აღნიშნულია პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს საპატრიარქოში მშობლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

საქართველოში ბავშვების მასობრივი ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქი იმ ოჯახების მესამე და მომდევნო ბავშვებს ნათლავს, რომელთა მშობლებმაც ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს. ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ნათლობის მიზანი — ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ამჟამად ილია მეორის ნათლული თითქმის 28 ათასი ბავშვია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები