ანალიტიკა
27.12.17 16:00
სომხურ წარწერებს ეხებოდა პ. მურადიანის გამოკვლევა (იგი აქ სწავლობდა ქართულს და აქ დაიცვა დისერტაცია). ახლა მშვენივრად გამოიცემა სომხური წარწერები: II ტომი გამოსცა 1960 წელს ს. ბარხუდარიანმა, 1966 წელს გამოვიდა I ტომი. თუ ამას დავუმატებთ კ. ღაფადარიანის გამოცემულ წარწერებს და სხვა გამოცემებს, სომხური წარწერების გამოცემის საქმე არც ისე ცუდადაა. რაც შეეხება პ. მურადიანის მიერ გამოცემულ ქართულ წარწერებს, ისინი ცუდად არიან გამოცემულნი. არ არის ფოტოები, ხელით კი მცდარად არიან გადმოწერილნი.
გ. ჩუბინაშვილის გამოკვლევა აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს იმგვარად, როგორც ეს ავტორს აქვს გამიზნული. ეს ნათელს მოფენს ბევრ საკითხს.
თავმჯდომარე სიტყვას აძლევს აკად. ვახტანგ ბერიძეს
ვ. ბერიძე: დიდია გ. ჩუბინაშვილის ღვაწლი სომხური ხელოვნების, კერძოდ, ხუროთმოძღვრების შესწავლაში. იგი ხელოვნების ძირითადი სახეობაა. ქართული ხელოვნების მთავარი დარგის – ხუროთმოძღვრების შესასწავლად აუცილებელია მეზობელი სომხეთის ხელოვნების გათვალისწინება. ამას განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბედის სიახლოვე, მაგრამ ამავე დროს, ორივე ქვეყნის ხელოვნება სრულიად თავისებურ სახეს ინარჩუნებდა. ბ–ნი გიორგის დაინტერესებას სომხური ხუროთმოძღვრებით ხელი შეუწყო მეცნიერის ბიოგრაფიულმა მოვლენებმაც: 1915 და 1916 წლებში – მონაწილეობა ანისის სიძველეთა შემსწავლელი ექსპედიციის მუშაობაში. ამ არქეოლოგიურ კამპანიას სათავეში ნ. მარი ედგა.
ექსპედიციების შედეგების შესახებ ანგარიში პეტერბურგის მეცნიერებმა აღფრთოვანებით მიიღეს. 1924 წელს მოეწყო თბილისის უნივერსიტეტის ექსპედიცია სომხეთში. ექსპედიციებში მოპოვებული მასალები საფუძვლად დაედო გ. ჩუბინაშვილის ნაშრომებს: „Zur Frage der Kuppelhallen Armeniens” (“Byzantinische Zeitschrift”. 1928), “Die grosse Kirche von Thalin in Armenien” (“Byzantinische Zeitshrift”, 1930), «Армянское искусство с конца IX до начала XI века (сб. Сасунский Давид, Тифлис, 1939),» კიდევ არუჭის ტაძრის (სომხეთი) დათარიღების საკითხისათვის“ (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1946), სტატია სომხური ხელოვნების შესახებ ენციკლოპედიაში (Enciclopedia Universale dell’Arte, Roma. 1958) და სხვ.
სომხური ხუროთმოძღვრების შესწავლას მეორე ასპექტიც ჰქონდა. საქმე ეხება ქართული ხელოვნების გაშუქებას XIX–XX საუკუნეების ევროპელ მეცნიერთა ნაშრომებში, ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხთა დამახინჯებებს, ქართული ხელოვნების გამიჯვნის აუცილებლობას სომხურისა და ბიზანტიურისაგან. ქართული ხუროთმოძღვრება სომხურის განშტოებად იყო მიჩნეული. ამ შეცდომას ერთი საუკუნის ისტორია აქვს, ეს მოდის დიუბუა დე მონპერეს ნაშრომიდან“. „ქართველები ხუროთმოძღვრებაში მუდამ იყვნენ სომხურისა და ბიზანტიური მიმბაძველები“ – წერდა დიუბუა. იმ დროს ხელოვნების ისტორია ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. თვით ნ. მარმაც შეიტანა თავისი წვლილი ამ მცდარ თეორიაში. იგი წერდა: „შუა საუკუნეების საქართველოში ეროვნული სულის გამჟღავნება პოეზიაა, სომხეთში კი ხუროთმოძღვრება“. ყველაფერ ამის კულმინაცია იყო ავსტრიელი მეცნიერის ი. სტრიგოვსკის ნაშრომი.
შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების სურათის აღსადგენად აუცილებელი იყო, უპირველესად ყოვლისა, სომხურისაგან გათავისუფლება. ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბ–ნი გიორგის რეცენზია სტრიგოვსკის წიგნზე: „Die Baukunst der Armenier und Europa” (1922 წ.). ქართული ხუროთმოძღვრების სომხურთან მიმართების მცდარ მოსაზრებას ხელი შეუწყო ატენის სიონის სომხურმა წარწერამ (ამის შესახებ დაწვრილებით არის ნათქვამი ბ–ნი გიორგის წიგნში მცხეთის ჯვრის შესახებ („Памятники типа Джвари», 1948). სომხური ხუროთმოძღვრების საფუძვლიანი შესწავლა ბ–ნმა გიორგიმ აუცილებლად ჩათვალა იმისათვის, რათა დაემტკიცებინა, რომ ქართული ხეროთმოძღვრება არის ქართული, სომხური კი – სომხური. აღნიშნულ ნაშრომში ბ–ნი გიორგი მიიჩნევს, რომ ჯვრის ტიპის ნაგებობებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქართველოში, ისე სომხეთში „საქმე გვაქვს დამოუკიდებელ, მკაფიოდ გამოკვეთილ ეროვნულ მხატვრულ ფენომენებთან“.
რაც შეეხება საკუთრივ წიგნს სომხური ხუროთმოძღვრების შესახებ – მის გარშემო მღელვარება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ეს არის ნაშრომი მეცნიერისა, რომელიც ვალდებულია გამოთქვას თავისი აზრი ვინმესთან შეუთანხმებლად. ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი.
– იქმნება უცნაური მდგომარეობა – არავის არა აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი სომხურ ხელოვნებაზე, თუ იგი არ შეესაბამება მათ დოგმას.
– ისინი არ იცნობენ ამ ნაშრომს და ისე მსჯელობენ მასზე (არიან შეშინებულნი).
– ყველა არგუმენტი თავს იყრის ერთ პუნქტში, რომელიც ყველაზე ნათლადაა გამოთქმული პროფ. ბ. არაქელიანის წერილში, სადაც იგი გ. ჩუბინაშვილს ცილს სწამებს სომხური არქიტექტურის ძეგლების გაახალგაზრდავებაში. მისი აზრით, ეს ქართულ ძეგლებსაც ეხება: IV საუკუნის ბოლნისის სიონი გ. ჩუბინაშვილმა „გადაიტანა“ V საუკუნის მიწურულში, ვახტანგ გორგასლის ეპოქის ძეგლი გადაიტანა XI საუკუნეში. ამაშიც ხედავენ ბ–ნი გიორგის „დანაშაულს“.
– ამ ნაშრომის შემდეგ სომხური ხუროთმოძღვრების განვითარება სავსებით კანონზომიერი და ლოგიკური ჩანს. ი. სტრიგოვსკის მიხედვით, სომხურ არქიტექტურაში ყველაფერი გაკეთდა დასაწყისში, შემდეგ კი სიცარიელეა. მაგრამ არ შეიძლება ერი არ ქმნიდეს, დარჩეს შემოქმედების გარეშე. გ. ჩუბინაშვილმა იმიტომ კი არ გადაიტანა ძეგლები, რომ შეევსო სიცარიელე (სიკეთით კი არ მოუვიდა), ამას მოითხოვდა ჭეშმარიტება.
– წიგნის უფრო გულმოდგინე შესწავლა არ შეიძლება, თუ იგი არ გამოქვეყნდება და მის გარშემო არ იქნება ნორმალური სამეცნიერო მსჯელობა.
თავმჯდომარე სიტყვას აძლევს პროფ. პარმენ ზაქარაიას.
პ. ზაქარაია: კითხულობს რეცენზიას გ. ჩუბინაშვილის ნაშრომზე, როდესაც იგი უნდა გამოქვეყნებულიყო მოსკოვში (რეცენზიის ტექსტი).
გამომსვლელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თვით სომხეთში გამოცემულ მონოგრაფიებში არ არის გაკეთებული არქიტექტურული ძეგლების ანალიზი ისე საგულდაგულოდ და მაღალ დონეზე, როგორც ეს აქვს მოცემული ბ–ნ გიორგის თავის ნაშრომში. მაგალითისათვის მოჰყავს ა. ერემიანის ნაშრომი რიფსიმეს ტაძრის შესახებ და აღნიშნავს, რომ არცერთ გვერდზე არ არის გაკეთებული არქიტექტურული ანალიზი, რაც შეეხება მცხეთის ჯვარს, იგი მხოლოდ რამდენიმე სტრიქონით არის ნახსენები, ისიც შენიშვნაში, ყოველგვარი დახასიათების გარეშე.
გამომსვლელი სიმპტომატურად მიიჩნევს არუჭის ძეგლს, რომელიც რამდენიმეჯერ გახდა მსჯელობის საგანი, მაგრამ ბოლომდე არაფერი არ გაირკვა.
ბ–ნი გიორგის მიერ შემუშავებული სქემა ისეთი მწყობრია და ისე მტკიცედაა დასაბუთებული მეცნიერულად, რომ მას ვერაფერს ვერ გამოაკლებ.
გ. ჩუბინაშვილის ყველა გამოკვლევას – იქნება ეს მცირე ზომის წერილი, თუ დიდი ნაშრომი – წითელ ხაზად გასდევს ეროვნულ ხელოვნებათა მიმართ პატივისცემა (ასახელებს გ. ჩუბინაშვილის ნაშრომს „К вопросу о национальной форме в архитектуре прошлого»: „Ars Georgia”, III, 1950).
სომხური არქიტექტურისადმი მიძღვნილ ბ–ნი გიორგის წიგნის გამოცემით მოიგებდა ყველა, ვინც დაინტერესებულია ხელოვნების ისტორიით.
სამწუხარო და მოულოდნელია ოპონენტების ჩამოუსვლელობა. ეს გაოცებას იწვევს, რადგან მოწინააღმდეგეების, პატივცემული კოლეგების აზრის გაგება და მასზე პასუხის გაცემა დიდად სასარგებლო იქნებოდა. ამ ნაშრომის გამოცემა გადაუდებელი საქმეა, იგი რაც შეიძლება მალე უნდა გამოქვეყნდეს.
თავმჯდომარე სიტყვას აძლევს პროფ. ირაკლი ციციშვილს
ი. ციციშვილი: პირველი, რაზეც შეიძლება შემოგვედავონ მეზობლები, ეს არის ჩვენი უფლება მათი არქიტექტურის შესწავლაზე. განსაკუთრებულ მტკიცებას არ მოითხოვს ის, რომ მეზობელი ხალხის ხელოვნების კვლევა აუცილებელია ქართული ხელოვნების შესასწავლად.
არქიტექტურის კვლევა საკუთრივ სომხეთში არ დგას სათანადო სიმაღლეზე, თუმცა ბევრი ნაშრომი გამოდის (მონოგრაფია ახთამარის შესახებ, ბ. ბუნიატოვის, ს. საფარიანის ნაშრომები), ყველა თითქოს პოპულარულ ხასიათს ატარებს. სომეხი მეგობრები უნდა კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ ისეთმა დიდმა მეცნიერმა, როგორიცაა გ. ჩუყბინაშვილი, ხელი მოჰკიდა ამ საქმეს.
ერთი წლის წინათ გამოვიდა დ. ტალბოტ რაისის წიგნი ბიზანტიურ არქიტექტურაზე („Arte Christiana on Asia”, Roma) და აქაც კვლავ ი. სტრიგოვსკის აზრია განმეორებული. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ დათარიღებები დამატებით შემოწმებას და დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ ისევ ეყრდნობა სტრიგოვსკის თარიღებს, როგორც ზუსტად განსაზღვრულებს. თავხედობა იქნება ვილაპარაკო ამ ნაშრომის შეფასებაზე. ჩვენი მოხსენების ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ მასზე. ძირითადი აქ მაინც ტაქტის საკითხია და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს.
სამარცხვინოა, რომ ჩვენ მეცნიერებათა აკადემიას ვინმეს ნებართვა ესაჭიროებს წიგნის გამოსაცემად.
თავმჯდომარე სიტყვას აძლევს აკად. სიმონ ყაუხჩიშვილს
ს. ყაუხჩიშვილი: ვერაფერს ვიტყვი ამ წიგნის ავ–კარგზე. ცხადია, რომ იგი უნდა გამოიცეს და გამოიცემა კიდევ, რაც არ უნდა მოხდეს.
ეს გამოკვლევა სცილდება საქართველოსა და სომხეთის ფარგლებს, რადგან საჭიროა ბოლოს და ბოლოს გაირკვეს, რა არის ბიზანტიური ხელოვნება. ამას წინათ ბიზანტინისტთა VII საკავშირო კონფერენციაზე (13. XII. 1965) წარმოდგენილი აკად. გ. ჩუბინაშვილის მოხსენება ეხებოდა ქართული არქიტექტურის საკითხებს („К вопросу о начальных формах христианского храма»). მოხსენებაში ნაჩვენები იყო, რომ ბაზილიკა – ეს ერთ–ერთი უმთავრესი არქიტექტურული ფორმა – არ არის ქართული, რომ ბაზილიკა არის ის, რაც ელინიზმმა გადმოსცა ბიზანტიას და შემდეგ ქრისტიანულ აღმოსავლეთს.
მეოცე საუკუნეში შეიცვალა აზრი ბიზანტიანიზმზე. დღეს იგი აღარ არის მიჩნეული ბერძნული კულტურის უბრალო გადამღერებად. ეს არის ის, რაც ბერძნულ–რომაულ კულტურას დაემატა აღმოსავლეთის კულტურებიდან. ძნელია შეჩვეული დებულებების შეცვლა და ახლის დამკვიდრება. ეს ახალი აზრი კი ჩვენთან უკვე დამკვიდრდა უკანასკნელი 20–30 წლის მანძილზე.
პროფ. ა. ვასილიევმა პირველმა დაინახა ბიზანტიური კულტურის შესასწავლად არაბულის გამოყენების აუცილებლობა („Византия и арабы», 1900–1902). სიახლე ბიზანტიურის გაგებაში – ახალი ელემენტების შემოტანაა. ჩვენში, საბჭოთა კავშირში, ბოლო ოცი წლის მანძილზე, დიდი ხარვეზების შემდეგ, წინ წავიდა ბიზანტიურის კვლევა–ძიება. ამ ახლის დამკვიდრებისათვის ჩვენმა ბრძოლამ თავისი შედეგი გამოიღო. „История греческой литературы»-ს (Москва, 1960) შესავალში ნათქვამია, რომ ბიზანტიური ლიტერატურა არის ნაყოფი ბევრი ხალხის შემოქმედებისა, მათ შორის სლავებისა და სხვ.
ვისაც უნდა ბიზანტიური გუმბათიანი არქიტექტურის შესწავლა, ეს შეუძლებელი იქნება ქართული და სომხურ გუმბათიანი არქიტექტურის გარეშე. ამიტომაა, რომ ამ წიგნის მნიშვნელობა სცილდება ჩვენს ფარგლებს და მსოფლიო მნიშვნელობას იძენს. იგი ქვაკუთხედი იქნება ბიზანტიური არქიტექტურის კვლევისათვის.
ბონდო არველაძე. (გაგრძელება იქნება)
წაკითხულია : 451
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24