მსოფლიო

ვაშინგტონი მოსკოვთან ცუდ ურთიერთობებს რუსეთის საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას უკავშირებს

28.12.17 15:45


ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს ცუდი ურთიერთობა აქვთ, რადგან რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში ერევა.

ამის შესახებ გაზეთი The New York Times წერს.

„რაც შეეხება რუსეთს, არ გვაქვს ილუზია იმ რეჟიმის მიმართ, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა. ამჟამად, შეერთებულ შტატებს იმ რუსეთთან აქვს ცუდი ურთიერთობა, რომელიც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეზობელ ქვეყნებში - საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა და შელახა დასავლეთის ქვეყნების სუვერენიტეტი, ასევე, ერეოდა ჩვენი და სხვა ქვეყნების არჩევნებში“, - აღნიშნა ტილერსონმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, მხარეები ურთიერთობას „ჩვეულ რეჟიმში ვერ გააგრძელებენ, ვიდრე უკრაინის ვითარება მშვიდობიანად არ დასრულდება“, რაც „უნდა დაიწყოს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულებით“.

ამასთანავე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, „რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობას ისეთ თემებზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს“.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები