საზოგადოება
27.06.16 16:50
ქართული კომპანიები მომხმარებელს სალმონელოზით დაავადებული ფარშით დამზადებულ პელმენს სთავაზობენ.
ამასთან, მწარმოებლები მომხმარებლებს წონაშიც ატყუებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ სკანდალური ექსპერიმენტი ჩაატარა. გამოცემასთან საუბრისას მომხმარებლის მიმართ არაკეთილსინდისიერების ფაქტი მომხმარებლის უფლებების დამცველმა, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარემ გია ბურჯანაძემაც დაადასტურა.
„გარდა იმისა, რომ კონკრეტული კომპანიები წონაში ატყუებენ მომხმარებელს, ისინი მათ სალმონელათი დაავადებულ ხორცსაც სთავაზობენ. ნახევარფაბრიკატებზე და მათ შორის, პელმენის ფარშზე დიდი ხანია ვყვირივართ, რომ არის სალმონელათი დაავადებული. ნახევარფაბრიკატები არც კი მზადდება საქართველოში, 90 პროცენტი, შემიძლია გითხრათ, რომ არის ფალსიფიცირებული და არ ვარგა. ამის კვლევები, რა თქმა უნდა, ყოფილა. იმპორტირებული ფარშის უმრავლესობა ცუდია. ამაზე მეტყველებს ის ღონისძიებები, რაც ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა, თურქეთიდან შეწყვეტილი იყო პროდუქტების შემოტანა, ვინაიდან იქ აღმოჩენილი იყო სალმონელა. მაგრამ, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ფარშშიც იყო აღმოჩენილი სალმონელა“,- განაცხადა ბურჯანაძემ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ სალმონელათი დაავადებულ ფარშს პელმენის მწარმოებელი ქართული კომპანიებიც იყენებენ.
„ძირითადად, სწორედ ჩვენი კომპანიები იყენებენ ამ ფარშს. ამ პროდუქციაში შედის ქაბაბები, ძეხვები, ხინკალი და პელმენი. ვფიქრობ, წონა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მათი ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობა. ეს არის, ფაქტობრივად, უხარისხო, გასანადგურებელი ფარში. ამ ფარშის გამომყენებელი არის საქართველოს კომპანიების 90 პროცენტი.
მე ვიცი, რომ კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება ფინანსურ პოლიციაში, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ასე, რომ სახელმწიფო ნამდვილად არ დაუშვებს ხალხის მასობრივ ამოხოცვასა და ამოჟლეტას“,- განაცხადა ანტოკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გია ბურჯანაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24