პოლიტიკა

სახალხო დამცველმა მოადგილეები წარადგინა

10.01.18 17:30


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილეები წარადგინა. ომბუდსმენის პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ გვარამაძე იქნება.

მისი მოადგილეები ასევე იქნებიან გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა ხელმძღვანელობას. ბევრი რამ გაკეთდა სახალხო დამცველის აპარატისთვის. გაძლიერდა რეგიონალური მიმართულებები, თუმცა რა თქმა უნდა, მე მაქვს საკუთარი ხედვები აპარატის საქმიანობასთან სტრატეგიული მიმართულებებით და ვფიქრობ, ამ გუნდთან ერთად შევძლებ მიზნების განხორციელებას"- განაცხადა ლომჯარიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები