საზოგადოება
27.06.16 18:40
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ინიცირებული პროექტის - „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში, 2 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ტრენერების გადამზადება დაიწყო. მიმდინარე ეტაპზე 140 ტრენერი სპეციალურად პროექტის მიზნებისთვის შექმნილ ტრენინგ-მოდულს - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი“ გადის.
აღნიშნული ტრენერები მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, პროგრამის საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე შეირჩნენ.
ტრენინგ-მოდული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში უცხოელი კონსულტანტის მიერ მომზადდა. მოდული სწავლების თანამედროვე მიდგომებს ეყრდნობა და აქცენტს აკეთებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი პროფესიული უნარების გამომუშავებაზე. გადამზადების კურსი ტრენერებს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ახლებურად გააზრებაში დაეხმარებათ.
ტრენერთა სკოლის შექმნის საჭიროება უკანასკნელ პერიოდში პროფესიულ განვითარებაზე მზარდი მოთხოვნის გაჩენამ და განსაკუთრებით რეგიონებში, ტრენერთა კორპუსის სიმწირემ განაპირობა. ცენტრი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მუშაობდა ტრენერთა სკოლის კონცეფციაზე, რომლის საბოლოო სახის მიცემა და განხორციელება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
შემუშავდა ტრენერის სტანდარტი, ტრენერის მომზადების და პროფესიული განვითარების წესი, ასევე, მოდულები ტრენერების მოსამზადებლად და გადასამზადებლად. ტრენერთა სკოლის პრიორიტეტად განისაზღვრა ტრენერთა რეგიონული დაფარვის გაზრდა. ამჟამად მიმდინარეობს როგორც გამოცდილი ტრენერების გადამზადება, ისე, გამოცდილების არმქონე 300-მდე კანდიდატების მომზადება.
პროექტის ფარგლებში მომზადებული და გადამზადებული ტრენერები, 2016 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, საჯარო სკოლების VII-XII კლასების ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ინგლისურის და გეოგრაფიის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორების პროფესიულ განვითარებას გაუძღვებიან და მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს თბილისსა და რეგიონებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24