პოლიტიკა

„მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მის ამ ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს“

10.01.18 20:40


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ, ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მან 26 დეკემბერს განახორციელა, ამავე ბრძანებულების სხვა ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონს.

მოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის, მანამდე ამ კომისიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი სერვისების განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობდა. წულუკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კომისია მასთან გადაიტანა, 565 პირს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა.

„პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ეს ცვლილებები თავისივე ბრძანებულებაში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამავე ბრძანებულების სხვა ნორმებს. რაც ყველაზე დასანანი მგონია, არ უნდა იყოს ბოლომდე შესაბამისი საქართველოს ორგანული კანონის სხვადასხვა ნორმასთან, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობრივ საკითხებზე განცხადებებს იხილავს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო. ამას ამბობს კანონი.

თუმცა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სააგენტო კანონის განაწესის მიუხედავად, განცხადებების განხილვას ვეღარ შეძლებს. სამწუხაროდ, შარშან 565 პირს, რომელთაგან 89 % იყო საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან საქართველოში დაბადებული საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭებაზე უთხრა უარი. მე მინდა მჯეროდეს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის ამ ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები