პოლიტიკა

ევროსაბჭო 2025 წლამდე გაფართოების ახალ ტალღას განახორციელებს

10.01.18 21:30


ევროსაბჭო 2025 წლამდე გაფართოების ახალ ტალღას განახორციელებს.

ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Euobserver შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია, პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებაზე, თუმცა მანამდე ამ ქვეყნებმა რიგი საკითხები უნდა მოაგვარონ.

დოკუმენტის მიხედვით, „მონტენეგრო და სერბეთი წევრობისთვის 2025 წლისთვის უნდა იყვნენ მზად“. ალბანეთი, ბოსნია, მაკედონია და კოსოვო კი, „ასევე უნდა იყვნენ კარგად განვითარებულები ამ დროისთვის“.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი ორმხრივი დავების იმპორტირებას არ აპირებს, შესაბამისად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა ასეთი დავები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვარონ“, - ნათქვამია ტექსტში.

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, „საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისევე როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობა არაერთხელ აღიარებულია ევროკავშირის მიერ”.

„ამ მიმართულებით ცვლილება არაა. თუმცა, ამავე დროს ცხადია, რომ ევროპას არ სურს ახალი პრობლემების დამატებაც. ეს განცხადება გაკეთდა კონკრეტულად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. მანამდე, კვიპროსის რესპუბლიკა, რომელსაც ასევე გააჩნია მსგავსი პრობლემა, მიიღეს გაერთიანებაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიდგომები ინდივიდუალურია. ჯერჯერობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ დგას დღის წესრიგში, ამიტომ წინასწარ ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რას განაცხადებს მომავალში ევროკავშირი საქართველო - რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში”, - აღნიშნა ექსპერტმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები