საზოგადოება
27.06.16 18:50
საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%–ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, „ტავ ჯორჯია“ იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, „ტავ ჯორჯია“ არის „ტავ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა და თავის ფრანგ პარტნიორთან ADP-სთან ერთად 40-მდე აეროპორტს მართავს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ტავ ჰოლდინგმა“ უკვე განახორციელა 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში განხორციელდება ჯამში 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია", – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ტავ ჯორჯიას“ და „ტავ ჰოლდინგს“ გაწული საქმიანობისთვის და „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტს სანი შენერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500–მდე ადამიანი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 631
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24