პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

11.01.18 17:15


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას ხაზი გაუსვა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისთვის და განათლებისა მეცნიერების სფეროს ყველა მიმართულებით ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და პროფესიულ განათლებაში თურქული მსხვილი კომპანიების ჩართულობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად მზად იქნება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები