პოლიტიკა

დავით უსუფაშვილის თქმით, საჭიროა ყველა კითხვაზე მივიღოთ პასუხი, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი პრობლემები

11.01.18 19:30


სახელმწიფოს მართებს ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის და ხარისხის გამოძიების ჩატარება, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, საჭიროა ყველა კითხვაზე მივიღოთ პასუხი, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი პრობლემები.

„ყველაფრის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ტერორიზმს, პანკისის ხეობას და ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, ამ ვითარებაში სახელმწიფოს მართებს ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის და ხარისხის გამოძიების ჩატარება, რათა ყველა ამ მიმართულებით კითხვებზე პასუხები იქნეს გაცემული და ჩვენ არ მივიღოთ ახალი პრობლემები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები