პოლიტიკა
11.01.18 20:00
ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ასეულის გაცილების ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოსებ ნოლტე და სხვა ოფიციალური პირები. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნაკრები ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის.
ცერემონიალის დასასრულს ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გაბრიელმა დალოცა.
IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 6 თვე იმსახურებენ. ქვედანაყოფი IV მექანიზებული ბრიგადის სატანკო და საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.
ავღანეთში გამგზავრებამდე ნაკრებმა ასეულმა, მაიორ გიორგი ნოზაძის მეთაურობით, 2-თვიანი მომზადება ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში გაიარა. გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველმა სამხედროებმა „შვარცენბორნის“ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლებები განახორციელეს.
ჰამელბურგში სერტიფიცირების შემდეგ, ქვედანაყოფი დადებითად შეფასდა და მზადა არის მასზე დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24