პოლიტიკა
12.01.18 15:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ანტიტერორისტულ თემაზე საუბრისას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენაა აუცილებელი. „მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა ჯგუფის თუ პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელდება და საკითხის ეთნიკურ ჭრილში გადატანის ან პოლიტიკური ქულების მიღების მცდელობას უკავშირდება. მსგავსი ტიპის ოპერაციებს არ აქვს და ვერ ექნება ეთნიკური მოტივაცია. ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა.
ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, რომლის თავიდან აცილებაც სახელმწიფოს მოვალეობაა და რაც ხორციელდება კიდეც, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას ეხება.
პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი მოსახლეობა ამ ქვეყნის ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში მათ არ სურთ არანაირი პროვოკაცია და დაპირისპირება. პანკისის ხეობის მიმართ ნამდვილად გვაქვს პოლიტიკა და ეს არის ხეობის მეტად განვითარების, მისი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის, იქ მცხოვრები მოსახლეობის მეტად ინტეგრირებისა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩართვის პოლიტიკა, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება და განხორციელდება.
ძალიან სამწუხაროა, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა. შვილის დაკარგვა მშობლებისა და ახლობლებისთვის უმძიმესი ტკივილია და მიუღებელია ამით პოლიტიკური სპეკულირება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებელია დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24