პოლიტიკა
12.01.18 17:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვედრას ეხმაურება.
ოხანაშვილი აღნიშნული ინფორმაციის განსაკუთრებით ყურადღებით გაცნობას იმ ხალხს ურჩევს, ვისაც ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება "აღელვებს" და არ ასვენებს საზოგადოებისთვის მშვიდი და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც თანამოქალაქენი თავს დაცულად გრძნობენ.
უმრავლესობის წევრი, ასევე, გამოეხმაურა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის თემას.
"აქვე გამოვეხმაურები ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილების ოჯახს შვილის გარდაცვალებას, ადამიანურად მესმის ოჯახის. რამდენიმე ასპექტს გამოვყოფდი სავარაუდო ტერორისტული აქტების აღკვეთასთან დაკავშირებით: უპირველესად, რომელიმე ჩვენგანი ან ჩვენი ოჯახის წევრი შესაძლოა, ყოფილიყო, სავარაუდოდ, დაგეგმილი ტერაქტის მსხვერპლი, რასაც ჩვენ გადაგვარჩინეს! ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც მოსახლეობის დაშინება და ხელისუფლების სტაბილურობის შერყევაა, დიდი ხანია, გასცდა ერთი ქვეყნის საზღვრებს და ამიტომ მასთან ბრძოლა საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების გამოწვევად იქცა. ჩვენი ქვეყნისთვის არსებული რეგიონალური საფრთხეების ფონზე, ბოლო წლებში ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მარტივად დასანახია. მაშინ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები თუ ტურისტების მზარდი ჯგუფები დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში და აქვთ თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიები, ეს ყოველივე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების დიდი დამსახურებაა!
დღევანდელ რეალობაში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის იქცა დიდ გამოწვევად, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება აქვთ!
ამ ყველაფრის ფონზე, ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები და სამართალდამცველები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი და მკაცრი სტანდარტის დაცვით მოქმედებენ, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული თუნდაც სავარაუდო ტერორისტის სიცოცხლის ხელყოფა და შედეგად, ახერხებენ უდიდესი ტრაგედიის აცილებას. ეს ყველაფერი შეუძლებელია ამ სამსახურების თანამშრომელთა თავდადებისა და პროფესიონალიზმის გარეშე!
მხოლოდ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება ქმნის გარანტიას ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის! ანარქიასა და ქაოსში რთულია ვინმეს უფლების დაცვაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის კეთილდღეობაზე ვისაუბროთ. ჩვენი საზოგადოების დაკვეთა უსაფრთხო, სტაბილურ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებაა!
ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის არამოსურნე ხალხის მიერ უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და "პოლიტიკურ სარჩულს" ამოფარებული განცხადებები კი მიმართულია ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ!თუმცა, ყველა ასეთ ადამიანს მინდა გავუცრუო ასეთი მზაკვრული იმედი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია როგორც არასდროს და საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ჩვენი საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე მუდამ იდგებიან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები!" - განაცხადა ოხანაშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24