პოლიტიკა
12.01.18 21:30
ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილეები – თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.
„დღეს, სახალხო დამცველთან და მის მოადგილეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ – საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ჩვენი მოსვლის დღიდან, ეტაპობრივად, პრაქტიკაში დავიწყეთ. ვისაუბრეთ ასევე სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უკვე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის პრეზენტაცია, ფართო საზოგადოებისათვის, გაიმართება 23 იანვარს.“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
„მინისტრს ვესაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმაზე, ასევე იმ საკითხებზე რასთან მიმართებაშიც ჩვენ მოგვიწევს სამინისტროსთან ურთიერთობა. ჩვენ გამოვკვეთეთ ის საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც არის პრობლემატური განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის დროს. ასევე შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარების სისტემური ხედვა, აქცენტი გავაკეთეთ რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის და დახმარების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით.
ვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გავცვალეთ ჩვენი პოზიციები, და რა თქმა უნდა შევეხეთ, იმ ცალკეულ ინციდენტებს რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახმაურებული და პრობლემატური იყო. დავაფიქსირეთ ასევე ჩენი პოზიციები და მოვისმინეთ სამინისტროს ხედვები, ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშრებით რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
წყარო : /www./news.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24