პოლიტიკა

5 თებერვალს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

15.01.18 14:40


ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას თავმჯდომარეობას გაუწევს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაემგზავრება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს მთავრობის მეთაური და ანგარიშით წარდგებიან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები.

ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები