პოლიტიკა

კიბერთავდასხმა ომბუდსმენის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე

15.01.18 21:30


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, 1 იანვარს კიბერთავდასხმა განხორციელდა.

„პირველის“ ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის განმავლობაში არ მუშობდა.

ელექტრონულ ფოსტაზე ხარვეზს სახალხო დამცველის აპარატში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ეს სერვერის გათიშვას გამოეწვია.

„სერვერი იყო გათიშული და უცნობია, იყო თუ არა ეს კიბერშეტევის მიზეზი“ - განუცხადეს "პირველს" სახალხო დამცველის პრესსამსახურში.

მათივე თქმით, ფაქტის გამოძიების მიზნით სამართალდამცველებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის საიტიც და ელექტრონული ფოსტაც შეუფერხებლად მუშაობს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები