პოლიტიკა

პრეზიდენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონს ვეტო დაადო

15.01.18 21:45


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მაუწყებლობის შესახებ კანონს ვეტო დაადო .

მისი თქმით, ვეტოს თან ახლავს ორი მოტივირებული შენიშვნით, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის გამოყენებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შესყიდვების შესახებ წესის ცვლილებას ეხება.

“ბევრი საკითხი, რომელიც იქნა წამოჭრილი, კანონის მოწინააღმდეგების მხრიდან, იქნა ჩემთვის განმარტებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის გაცნობით, თუმცა, დარჩა ორი მნიშვნელოვანის აკითხი, რომელიც დღესაც, ჩემი აზრით კანონში არაა ადეკვატურად გაწერილი:

პირველი ეხება მედიის სარეკლამო ბაზრის საკითხს – ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს არის ნამდვილად ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტით ვაფინანსებთ. მე მიხარია, რომ ასეთ დაფინანსებით არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელი თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში, იმ ბაზარზე, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს ეს არის მილევადი და კლებადი ბაზარი. გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გადასახადებით, ბიუჯეტიდან უკვე დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს, როგროც ერთ-ერთი მოთამაშე კონკურენტულ ბაზარზე, ჩემი აზრით ,პრობლემბურია, იმიტომ რო მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე რაც მნშვნელოვანია საქაქრთველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ მედია რეალურად მეოთხე ხელსიფულებაა, იგივე ვერ შეასრულებს. ამ როლს თუ არ ექნება რესურსი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ,როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებაში მეორე სიკეთესთან – მედია მრავალფეროვნებასთან” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება უკვე შეადგენს სარეკლამო ბაზრის ნახევარს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, შესყიდვების წესს პრეზიდენტის თქმით, ის სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც არსებული კანონი შესყიდვების შესახებ ხელს შეუშლის არამხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ყველა სხვა უწყებას, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობს. თუმცა, მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ახლად მიღებული ცვლილებების მიხედვით ეს კანონი არათუ იცვლება ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, არამედ საერთოდ უქმდება.

“კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი არის შესყიდვების საკითხი, სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ, უქმნის პრობლემას საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სხვა უწყებებს, რომელბიც ინლტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ და ეს მათი საქმიანობის ნაწილია. თუმცა, ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელლია და ჩვენ უნდა მოვიდეთ თანხმობაში, იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, სამოქმედო კანონი უნდა გახდეს 2019 წელს. ის რასაც გვთავაზობს არსებული კანონი არის არა ჩანაცველბა, არამედ საერთოდ გაუქმება , იმ რეგულაციების, რომლებიც შემქნა ,იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭირვალედ.

ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს, ამ მოტივირებული შენივშნით, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიზარებს ვეტოს და გაადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ასევე გამჭირვალე ხარჯვის მიმართლებით” – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები