პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

15.01.18 22:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის ახალი დღის წესრიგის ფარგლებში, პოლიტიკური, ეკონომიკურიდა კულტურული მიმართულებითმუშაობის გააქტიურების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ანკარაში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და მის ფარგლებში განსახორციელებელი საპარლამენტოშეხვედრები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას და სამომავლო გეგმებს. ამ კუთხით,განხილულ იქნაანკარაში დაგეგმილი ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებიც.

„თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ქალბატონ ფატმა სერენ იაზგანთან ძალიან საინტერესო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა, სადაც განვიხილეთროგორცსაპარლამენტო ურთიერთობებ ასევე, რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური მიმართულებით უფრო მეტად გააქტიურების საკითხები”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარმ ელჩს, ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მის ფარგლებში კონკრეტულიმიზნები დაისახა. საუბარი აგრეთვე შეეხებოდა გენდერული თანასწორობის საკითხებსა და საზოგადოების განვითარებაში მის მნიშვნელობას.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები