პოლიტიკა
16.01.18 14:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ინიციატივით, წყლის საინფორმაციო სისტემების შემუშავებისა და შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რელევანტური, სანდო და ჰარმონიზებული წყლის მონაცემების მიღება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ვაწარმოოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი.
სანდო ინფორმაციის არსებობა ხელს შეუწყობს მდგრადი და ეფექტიანი პოლიტიკის წარმოებას, საზღვაო და მტკნარი წყლის ეკოსისტემების განვითარებას და მართვას.
შეხვედრაზე ქართველი ექსპერტები გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას წყლის რესურსების შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) ფარგლებში იმართება.
ოთხწლიანი პროექტი ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) პრინციპების დანერგვას ითვალისწინებს და 2010-2015 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) განხორციელებულ აქტივობებს ეფუძნება. პროექტის მიზანია, გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მეშვეობით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გარემოს დაცვის მხარდაჭერა. პროექტი ბიომრავალფეროვნების, წყლის, ნიადაგის, ჰაერისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის სფეროში შეფასების განვითარებას უწყობს ხელს და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
შეხვედრას ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), ევროპის შიდა, სანაპირო და საზღვაო წყლის ექსპერტები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, წყლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის მიღებასა და ანალიზზე პასუხისმგებელი ექსპერტები და ამავე უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების IT სპეციალისტები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24