პოლიტიკა

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება - სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

16.01.18 14:30


NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა 16-17 იანვარს ბრიუსელში იმართება. შეხვედრაში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად საქართველოსa და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახე ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება.

პირველად საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა 2015 წლის 2 მაისს გაიმართა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები