პოლიტიკა

Freedom House-ის ანგარიშში საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა

16.01.18 15:00


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი 2018 წლის გამოწვევების შესახებ ანგარიშს სახელად „დემოკრატია კრიზისში“ აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნების რიგში მოხვდა. გასულ წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი პრაქტიკულად არ შეცვლილა. პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილში საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნების სიაში ხვდება, ხოლო ინტერნეტის თავისუფლების ნაწილში – „თავისუფალ“ ქვეყნების სიაში.

როგორც Freedom House-ი წერს, 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც, მილიარდერი ლიდერის რესურსების მხარდაჭერით, კიდევ უფრო გაართულებს ოპოზიციისთვის არჩევნებზე კონკურენციის ეფექტურად გაწევის შესაძლებლობას, რაც პარტიის მმართველობას მომავალი წლების განმავლობაში კიდევ გაამყარებს.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები