პოლიტიკა

ევროპარლამენტარი - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ

16.01.18 15:45


უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყნებმა ევროპელ პარტნიორებს „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსის“ ფარგლებში თანამშრომლობის საერთო ხედვა უნდა წარუდგინონ.

ევროპარლამენტის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული ასოცირების შესახებ შეთანხმებების რეალიზებაზე, რომელთა დებულებების იმპლემენტაციამაც ეფექტური შიდა რეფორმებს უნდა ჩაუყაროს საფუძველი.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები